LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟირინოვსკი: რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც

750
58779036_1325698020920624_3609707145118875648_n

რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი,  ვლადიმერ ჟირინოვსკი რუსეთის დუმის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ეხმიანება.

რუსეთის დუმამ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

რუსეთის პრეზიდენტამდე, მთავრობა დუმის გადაწყვეტილებას ბიზნესმენებთან და ექსპერტებთან განიხილავს.

“მხოლოდ ბორჯომით არ უნდა შემოვიფარგლოთ, შევწყვიტოთ ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან. შევუწყვიტოთ ელექტროენერგიის მიწოდება შევაჩეროთ გზავნილები. აქ უამრავი არალეგალი ბიზნესმენია, რა ხალხებს შორის მეგობრობა მოგინდათ. ლამის დიპლომატები მოგვიკლეს. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადამწყვეტი და ხისტი ზომები და წესრიგი დავამყაროთ მთელ სამხრეთ კავკასიაში – ასე მივაღწევთ გამარჯვებას. რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ,”-ამბობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე.

ვლადიმერ ჟირინოვსკი საკუთარ პრეზიდენტს საქართველოს სამაგალითოდ დასჯას სთხოვს.რუსეთის დუმის დეპუტატი ამბობს, რომ არ შეიძლება ხალხებს შორის მეგობრობაზე საუბარი, როცა რუსი დიპლომატები “საქართველოში კინაღამ მოკლეს”.​

ამასთან, როგორც ჟირინოვსკიმ აღნიშნა, რუსეთის ცარი აქამდე თბილისში ჯარს გაგზავნიდა.

“ასეთი შეურაცხყოფით რუს ცარზე,  მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტზე არავინ საუბრობს.  რუსეთის ცარი იქ უკვე ჯარს გაგზავნიდა. ბრეჟნევიც გაგზავნიდა ჯარს. სწორედ მაშინ გაიმარჯვებს რუსეთი, როცა კვლავ აფრიალდება რუსულ დროშა თბილისის თავზე და კიევის თავზეც. სხვაგვარად იქ პროფაშისტური რეჟიმები იქნება“- თქვა ჟირინოვსკიმ.

რუსეთის სათათბირომ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას 416 ხმით დაუჭირა მხარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები