LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟოზეს წყევლა: მანჩესტერის სუპერვარსკვლავები შინ მატარებლით გაბრუნდნენ

84

ინგლისის ჩემპიონატში ”უოტფორდთან” წაგების შემდეგ ”მანჩესტერის” ფეხბურთელები და მწვრთნელები შინ მატარებლით დაბრუნდნენ.
ბაქანზე ძალიან ბევრმა მილიონერმა მოიყარა თავი.

სადგურ ”უოტფორდ ჯანქშნს” ალბათ არასდროს უნახავს ამდენი სუპერვარსკვლავი ერთად. ”წითელმა ეშმაკუნებმა” გასვლითი შეხვედრა 1:3 წააგეს და ჰარტფორდშირის საგრაფო ელექტრომატარებლით დატოვეს.
ამბობენ, რომ ამის ინიციატორი თავად ჟოზე მოურინიო გახდა.

”მანჩესტერმა” პრემიერლიგაში ორი მატჩი წააგო ზედიზედ და მეშვიდე ადგილამდე ჩაიჩოჩა.

”უოტფორდთან” მარცხმა მოურინიო გვარიანად ჩააფიქრა. ჯერ ჯავრი ლუკ შოუზე იყარა, მაგან წაგვაგებინაო, მერე კი უეინ რუნის მიდგა და როგორც საქმეს ეტყობა, კაპიტანი უახლოეს მატჩებში განაცხადშიც ვერ მოხვდება.

 

csqrn0qxyael-gb

cspnmjgwcaajscz

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები