LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოკუმენტური ფილმი ქართულ ღვინოზე – ჩვენება პოლონეთში შედგა

48046666_2102208253424167_1860232769204912128_n

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ (OUR BLOOD IS WINE) ჩვენება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გამომცემლობა „ვინისფერა“ (Vinisfera.Pl) იყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფილმის ჩვენებაზე მოწვეული იყო 30-მდე პოლონელი ღვინის პროფესიონალი: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები. ფილმის ჩვენების დროს გაიმართა სხვადასხვა ქვევრის ღვინის დეგუსტაცია.

ფილმისჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფსრეჟისორია ამერიკელი კინორეჟისორი ემილი რელსბეიკი (Emily Railsback). ფილმის ხანგრძლივობაა 78 წუთია და მისი პრემიერა გასულ წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ამავე ფილმის ჩვენება ნოემბერში საერთაშორისო გამოფენა “EnoExpo”-ს ფარგლებშიც გაიმართა და პროფესიონალების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები იმართება. ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3 მლნზე მეტი ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 27% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები