LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, სამშებლო კომპანიის დაკავებულ დირექტორს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

159
დიღმის სამმართველო

დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, სამშენებლო სამუშაოების უსფრთხოების წესების დარღვევისთვის სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დაკავებულ დირექტორს დღეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. იგი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხვალ, 12.00 საათზე იმსჯელებენ.

გამოძიების ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები