LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოლიძე: საიდან მოიტანეს, რომ პრეზიდენტი ყველგან ვერ გააკეთებს კომენტარს,  „ჰამურაბის კანონებია“?!

1622
1530805806_ana-dolidze

“საიდან მოიტანეს, რომ პრეზიდენტი ყველგან ვერ გააკეთებს კომენტარს, საიდან დაწერეს?! – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, შეცდომები, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოსდის,  ადმინისტრაციის აპარატის მოშლას ადასტურებს.  ანა დოლიძემ პრეზიდენტის პროტოკოლის საქმიანობა გააკრიტიკა და მათ წესებს „ჰამურაბის კანონები“ უწოდა.

„ჩვენი ქვეყანა არის ავტობუსი, რომელიც მიდიოდა სწრაფი სიჩქარით და ყავდა თავზე ხელაღებული მძღოლი, ეს იყო წინა ხელიუფლება და ახლა მძღოლი საერთოდ არ ყავს. როგორ შეიძლება ჩასატარებული იყოს ერთი ცერემონია და რამდენი ლაფსუსი იყოს. ვის დაპატიჟებენ, ვინ ესწერება სიაში, დაურეკავენ თუ არა, მოსაწვევი მიუვა თუ არა, ამას პრეზიდენტი არ წყვეტს – და ეს შეცდომები ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აპარატი მოშლილია. იმასაც ვერ საზღვრავენ, ადამიანი რომ მივა, პატივს მიაგებს მემორიალს, იქ იქნება უამრავი ადამიანი, ჟურნალისტები და რაღაცა უნდა უთხრას. ის, რომ პრეზიდენტი ყველგან ვერ გააკეთებს კომენტარს, საიდან მოიტანეს ეს „ჰამურაბის კანონები“, საიდან დაწერეს?! ფაქტია, რომ ეს ყველაფერი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მუშაობს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები