LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

130
hospital (1)

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ძლიერი ქარის შედეგად დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა – რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა დედაქალაქში

ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებები ძირითადად ეხებოდა ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვისა და სახურავების დაზიანების ფაქტებს.

გარდა ამისა, უხვი ნალექის გამო, 20 შეტყობინება დაფიქსირდა ბათუმში, სადაც წყალი ჩავიდა სარდაფებში და დაიტბორა ეზოები. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

 

 

პოპულალურები