LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი: ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღის ფლობის საშუალება

111
5e164c3824fe12602c286d47

“რა პერიოდშიც მე პრეზიდენტი ვიქნები, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღის ფლობის საშუალება,”-ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან ამერიკის ბაზებზე იერიშის დროს არავინ დაშავებულა.

 

“რა პერიოდშიც მე პრეზიდენტი ვიქნები, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღის ფლობის საშუალება. ამერიკელი ხალხი მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს. ამერიკელები არ დაზარალებულან გუშინდელი დღის შემდეგ. ჩვენმა სამხედრო ბაზებმა მინიმალური ზარალი განიცადა. ყველა მხარისთვის ძალიან კარგი შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა. არცერთი ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცი არ დაღუპულა. ირანი გახლავთ ტერორიზმის წამყვანი ქვეყანა. გასულ კვირას, ჩვენ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით, რადგან ტერორიზმს არ შეეწირა ამერიკელი ხალხის სიცოცხლე. მე ნატოს მივმართავ თხოვნით, შუა აღმოსავლეთის პროცესებში უფრო მეტად იყოს ჩართული.”

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკას არ სურს გამოიყენოს სამხედრო ძალა, თუმცა ირანს თავდასხმების საპასუხოდ სანქციებს დაუწესებს.

მან ისაუბრა სოლეიმანის ლიკვიდაციის შესახებაც.

“ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა მოგვეხდინა სოლეიმანის ლიკვიდაცია და ეს იყო გზავნილი ყველა ტერორისტისთვის, რომ ისინი ვეღარ დაემუქრებიან ჩვენს მოქალაქეებს სიცოცხლის ხელყოფით. ამერიკა დაუყოვნებლივ შემოიღებს სანქციებს და ეს ყველაფერი ძალაში დარჩება მანამ, სანამ ირანი მსგავს ქმედებებს არ შეწყვეტს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ტერორიზმის მხარდაჭერა, ირანთან ისეთი გარიგება უნდა დაიდოს, რომელიც მსოფლიოს უკეთესს გახდის, ირანი შესაძლოა ძალიან კარგი ქვეყანა იყოს,”- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები