LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

809
დო

მილიარდერი და შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი ავტომობილების დიდი მოყვარულია. მის პირად ავტოფარეხში ათეულობით საინტერესო და ძვირადღირებულ ავტოებს ნახავთ. ბიზნესმენის და პოლიტიკოსის მთელი კოლექციის ჩვენება შეუძლებელია, რადგან ტრამპი მანქანების ნაწილს არავის აჩვენებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კოლექციის ყველაზე საინტერესო და ძვირადღირებულ ავტომობილებს წარმოგიდგენთ.

 

1. Rolls-Royce Silver Cloud 1956

ეს მანქანა შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის პირველი კოლექციიდანაა. დონალდ ტრამპმა ის ჯერ კიდევ 1970-იან წლებში იყიდა, როდესაც მისი სამშენებლო კომპანია პირველ ნაბიჯებს დგამდა. პრეზიდენტის ბიოგრაფიის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ მანქანა მის ავტოფარეხში ინახება. თავად ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ Rolls-Royce Silver Cloud მისი წარმატების პირველი ნათელი მტკიცებულებაა.

 

2. Cadillac Fleetwood 1975

კიდევ ერთი ავტო, რომლის ნახვა დონალდ ტრამპის ავტოფარეხში არის შესაძლებელი. აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ამ მანქანას 1970-იანი წლებიდან აღარ მართავს. ამის მიუხედავად, ავტომობილი კოლექციაში ღირსეულ ადგილს იკავებს.

 

3. Cadillac Trump Series Golden Edition 1988

ეს არის ავტომობილი, რომელიც ბიზნესმენის წიგნში – “გარიგების განხორციელების ხელოვნება” – არის შესული. მასში, ტრამპმა დაწერა, რომ General Motors-მა, მთელი რიგი მდიდრული მანქანების გამოშვება შესთავაზა, რომელთაც მილიონერის სახელი დაერქმეოდა. დაგეგმილი იყო 50 ექსკლუზიური ლიმუზინის გამოსვლა, თუმცა, საბოლოოდ მხოლოდ ერთი გამოვიდა და ახლა ის დონალდ ტრამპის ავტოფარეხშია.

 

4. Cadillac Allante

იმავე წიგნში დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ General Motors-მა მას “კადილაკი ალანტე” როადსტერი აჩუქა. ტრამპს მიაჩნია, რომ ამ საჩუქრის ერთადერთი მიზანი იყო ”დახმარებოდნენ” მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და ახალი ლიმუზინები გამოეშვა.

 

5. Mercedes-Benz 560 SL

ეს ავტომობილი დონალდ ტრამპმა 1987 წელს შეიძინა და მეუღლეს ქორწილის 10 წლისთავზე აჩუქა. აღსანიშნავია, რომ მანქანა 1956 წლის Rolls-Royce Silver Cloud-ის ანალოგია.

 

6. Acura NSX 1991

7. Lamborghini Diablo Roadster VT

ძვირადღირებული სპორტული ავტო დონალდ ტრამპმა მსახიობ მარლა მაპლეს 1991 წელს აჩუქა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი მსახიობზე ზრუნავდა.

ეს არ ის ავტომანქანა, რომელიც საუკეთესო იტალიელმა ხელოსნებმა ხელით ააწყეს. გამოსვლიდან ძალიან მალე, 1995 წელს, ის დონალდ ტრამპმა იყიდა. ამ დროიდან ეს მანქანა ტრამპის ავტოფარეხში დგას.

 

8. Mercedes-Benz SLR McLaren 2004

ეს კი გერმანული კომპანია Mercedes-Benz-ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გამოშვებაა. დონალდ ტრამპმა ეს ავტომობილი მისი გამოსვლისთანავე, ნახევარ მილიონ დოლარად იყიდა. მალევე, ტრამპმა მანქანა მის მესამე მეუღლეს, სლოვენიური წარმოშობის ფოტომოდელს, მელანია ტრამპს გადასცა. აღსანიშნავია, რომ მძლავრი დინამიკის გამო, მელანია საჭესთან ერთხელაც არ დამჯდარა.

 

9. Rolls-Royce Phantom

ძნელი წარმოსადგენია დონალდ ტრამპის მანქანების კოლექცია Rolls-Royce Phantom-ის გარეშე. მილიარდერმა ის 2015 წელს შეიძინა. ტრამპს “როლს როისი” 500 ათას დოლარზე მეტი დაუჯდა.

 

10. Orange County Choppers

შეერთებული შტატების პრეზიდენტის კოლექციაში რამდენიმე საინტერესო მოტოციკლიც შედის, მათ შორის ჩოპერი, რომელიც სპეციალურად ბიზნესმენებისთვის, მხოლოდ ერთ ეგზემპლარად შეიქმნა 2012 წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები