LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა თებერვალში გაიმართება

დონალდ ტრამპი, კიმ ჩენ ინი

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა.

გუშინ ტრამპი თეთრ სახლში ჩრდილოეთ კორეის მუშაკთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს კიმ იონ ჩხოლსს შეხვდა.

„დონალდ ტრამპის შეხვედრა კიმ იონ ჩხოლთან 1 საათი და 30 წუთი გაგრძელდა. მხარეებმა დენუკლეარიზაციისა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მეორე შეხვედრის გამართვის საკითხები განიხილეს. ეს შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება. პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება კიმ ჩენ ინთან შეხვედრას. შეხვედრის ჩატარების ადგილი მოგვიანებით იქნება გამოცხადებული“, – განაცხადა სარა სანდერსმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის პირველი შეხვედრა გასული წლის 2 ივლისს სინგაპურში შედგა. შეხვედრის შედეგად მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც ოფიციალურმა ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისთვის საჭირო ნაბიჯების განხორციელების მზაობა დააფიქსირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები