LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკის ფარგლებში, FBI-ს აგენტებმა მელანია ტრამპის გარდერობიც გაჩხრიკეს

260
BeFunky-collage

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, FBI-ს აგენტებმა მელანია ტრამპის გარდერობიც გაჩხრიკეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა New York Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ჩხრეკის ორდერის სამიზნე საპრეზიდენტო ჩანაწერები და მტკიცებულების მოპოვება იყო, რომ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში საიდუმლო მასალები ინახებოდა.

ცნობისთვის, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პალმ ბიჩის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა.

როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები პალმ ბიჩზე მდებარე მის სახლში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.

დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

„ჩემი ლამაზი სახლი დარბეულია“ – FBI-მ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა

თეთრი სახლი: პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ FBI ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო

ნენსი პელოსი დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკაზე – არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც ქვეყნის ექსპრეზიდენტი

შაქარიშვილი ტრამპის სახლის გაჩხრეკაზე: “გავაგრძელებთ ლოცვას იმ ამერიკის გადარჩენისთვის, რომელიც თვალსა და ხელს შუა ინგრევა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები