აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოხარ ცარნაევს, რომელიც ბოსტონის მარათონის დროს აფეთქებაშია ბრალდებული, ცხოველი უწოდა. მან ასევე გააკრიტიკა გადაწყვეტილება,რომლის თანახმადაც სიკვდილით დასჯის განაჩენი შეიცვალა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი სიკვდილით დასჯის განაჩენს პოლიციის ოფიცრების და ბავშვების მკვლელების შემთხვევაშიც კი ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ჯოხარ ცარნაევის სიკვდილით დასჯის განაჩენი გააუქმა.

როგორც  სამი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა დაადგინა, რომ ჯოხარ ცარნაევმა დარჩენილი სიცოცხლე საპატიმროში უნდა გაატაროს.

ცნობისთვის, ძმებმა ცარნაევებმა ტერორისტული თავდასხმა 2013 წელს მოაწყვეს, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, 260-ზე მეტი კი, დაშავდა.

მარიდეა გელაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05