LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეში რუსეთის თავდასხმებს 8 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

142
Untitled design (1)

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეში რუსეთის თავდასხმებს 8 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

მისივე ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლი გახსნეს ბაზრის, ავტოსადგურისა და დასახლებების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები