LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონეცკსა და ლუგანსკში უკრაინელებმა ცხრა რუსული თავდასხმა მოიგერიეს: უკრაინის შეიარაღებული ძალები

177
უკრაინელი სამხედრო

უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს იზიუმ-ბარვინკოვესა და იზიუმ-სლოვიანსკის მახლობლად აწარმოებდნენ.

მათივე ცნობით, დონეცკისა და ტავრიჩესკის მიმართულებით რუსული ჯარები აქტიურად მოქმედებენ ფრონტის მთელ ხაზზე.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დონეცკსა და ლუგანსკში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინელებმა ცხრა რუსული თავდასხმა მოიგერიეს, გაანადგურეს რვა ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, ოცდაოთხი ერთეული ჯავშანტექნიკა, ერთი სპეციალური მანქანა, ისევე როგორც ხუთი მანქანა, მათ შორის ორი საწვავის ავზი. საჰაერო თავდაცვის ძალებმა შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი და ორი სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს.

უკრაინის გენერალური შტაბი ასევე წერს, რომ შეტევა მიმდინარეობს ყირიმისა და ალექსანდროვკას მხარეს.

„რუსული ჯარები ცდილობენ, მიაღწიონ ხერსონის ოლქის საზღვარს იუჟნო-ბუზსკის მხრიდან, რათა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები ნიკოლაევსა და კრივოი როგზე თავდასხმისთვის“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.