LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დოზირებულად 1-2 კარამელი დღეში „- ინგა მამუჩიშვილი „ტიკ ტაკის“ მოყვარულ ბავშვებზე

928
inga-mamuchashvili-tiktak

„სეუ-კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში „ტიკ-ტაკის“ მოყვარულ ბავშვებზე წერს. პედიატრი მშობლებს რადიკალური შეზღუდვების გარეშე, ზომიერების დაცვას ურჩევს:

„ვიცი,რომ ყველას უყვარს ტიკ-ტაკი(tic tac), განსაკუთრებით სიამოვნებით ახრაშუნებენ ბავშვები ამ პატარა მოგრძო ფორმის კარამელებს, მოსწონთ მისი არომატი, ისე ჩვენც მოგვწონს, უფროსებს, ის ხომ ფრეშ სუნთქვას იწვევს, სასიამოვნო სუნს გვიტოვებს პირის ღრუში და ენერგეტიკული ღირებულებაც აქვს ამ პატარა დრაჟეებს ? მის შემადგენლობაში შედის შაქარი, მალტოდექსტრინი, მჟავიანობის რეგულატორი(ღვინის მჟავა), ბრინჯის სახამებელი, არომატიზატორი, სტაბილიზატორი, გამაფაშრებლები (მაგნიუმის ცხიმოვანი მჟავას მარილები)ასკორბინის მჟავა(Vit C) ამ გემრიელ პროდუქტს აწარმოებს იტალიური საკონდიტრო კომპანია ფერრერო, პირველად გამოჩნდა ბაზარზე 1969 წელს და წარმატებით იყიდება 100 -მდე ქვეყანაში. ?ერთი დრაჟე შეიცავს 2 კალორიას, მას დიდ კალორიას(Large calorie)-ს უწოდებენ. ?2011 წელს იტალიის გაერთიანების 150 წლისთავის აღსანიშნავად ფერრერომ ტიკტაკი იტალიის დროშის ფერებში აწარმოა(მწვანე,თეთრი და წითელი),ხოლო როდესაც 2015 წელს გამოჩნდა ფილმი “მინიონები”, გამოჩნდა ბანანის გემოს მქონე კარამელებიც,თუმცა დღეს ბევრი სხვადასხვა არომატის კარამელებს ვხვდებით. ?ალბათ ხშირად შეხვედრიხართ ბავშვებს მუჭებით რომ იყრიან პირში ტიკტაკის კარამელებს. ?მას თავისი დოზირება აქვს 2-3 ბურთულა დღეში მოზრდილებში, ბავშვებში სულაც არ არის აუცილებელი. ?ეს კარამელები ხასიათდება ანტიოქსიდატური თვისებებით,ოქსიდაციური სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს,რადგან ახდენს ზეჟანგვითი ჟანგვის პროცესების ნორმალიზებას. ?ყველაფერი არანორმირებული ვნებს ჩვენს ორგანიზმს, განსაკუთრებით საშიშია მათთვის ვისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიც მიდრეკილია მომატებული მჟავიანობისადმი,რეფლუქსისადმი,სისხლის ჰიპერკოაგულაციისადმი (ტრომბების წარმოქმნა) და კატეგორიულად არ შეიძლება მათთვის ვისაც ჰიპერგლიკემიური ინდექსი აქვთ(შაქრიანი დიაბეტი). ?ტიკტაკის გამოყენება-ს სპეციალური ჩვენებები არა აქვს,თუმცა ალბათ დგება მომენტი,როდესაც გესიამოვნებოდათ ტიკტაკი, მაგრამ არა მუჭებით??დოზირებულად 1-2 კარამელი დღეში“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები