თუ ქუთაისიდან მიუნხენში მიფრინავთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ Wizz Air-ი ქუთაისიდან მემინგენი/მიუნხენ-ვესტის ნაცვლად, დროებით რეისებს ფრიდრიხსჰაფენის მიმართულებით განახორციელებს.

30 სექტემბრამდე მემინგენის აეროპორტი, ასაფრენ/დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაკეტილია.

როგორც მემინგენის აეროპორტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აეროპორტში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად 2021 წლისთვის დასრულდება. იგეგმება მიწისზედა სისტემების სრული რეაბილიტაცია, საბარგო განყოფილების გაფართოება, ასევე აეროპორტის ტერიტორიაზე დამონტაჟდება წვიმის წყლის შემგროვებელი რეზერვუარი.

მსგავსი თემები