LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაი კარანტინის შემდეგ დაბალბიუჯეტიანი ტურისტების მიღებას გეგმავს

143
dubai newssmay

დუბაიმ გადაწყვიტა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოიზიდოს, მათ შორის ყველაზე ბიუჯეტურებიც და მათ ძალიან შთამბეჭდავ ფასდაკლებებს სთავაზობს.

გამოცემა The Sun–ის ინფორმაციით, საამიროების უდიდესი ქალაქი საზღვრების გახსნას ივლისში გეგმავს. პირველი სტუმრებისთვის 60%–მდე ფასდაკლებებია გათვალისწინებული, ასე რომ მდიდრულ კურორტზე დასვენებას ნაკლებად მდიდრებიც შეძლებენ.

პანდემიის შემდეგ დუბაი ვიზიტორებისთის გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს. სასტუმროები ნაკლები დატვირთვით იმუშავებენ და ნაკლებ სტუმარს უმასპინძლებენ. სასადილოებიდან შვედური მაგიდის სისტემა გაქრება, აუზები გარკვეული ინტერვალებით იმუშავებს, მზის სხივების მიღებას კი დამსვენებლები გაზრდილი დისტანციით შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ რომ დუბაიმ ტურისტების მიღება 24 მარტიდან შეწყვიტა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა და ავიამიმოსვლაც შეწყდა. აპრილის ბოლოსთვის გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო და მალე დიდი სავაჭრო ცენტრების გახსნაც იგეგმება.

ასევე, ემირატები იყო პირველი ავიაკომპანია, რომელმაც COVID 19-ის სწრაფი ტესტები დანერგა და მგზავრებს პასუხის გასაგებად მხოლოდ 10 წუთი სჭირდებათ. ტესტები დუბაიდან ტუნისისკენ მიმავალ რეისზე წარმატებით დატესტეს და მომავალში მათ ალბათ სხვა ფრენებზეც გამოიყენებენ.

k/

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები