LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაის ცათამბჯენზე გადაღებულმა ფოტოსესიამ ინტერნეტმომხმარებლები აღაშფოთა (ფოტო/ვიდეო)

168

ცნობილი პეტერბურგელი მოდელი ვიქტორია ოდინცოვა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. დუბაის ერთ-ერთ ცათამბჯენზე მოწყობილი ფოტოსესიის შესახებ პოპულარული გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს. გოგონამ დაზღვევის გარეშე გაიარა ცათამბჯენის ყველაზე სახიფათო ადგილას, საიდანაც ჩამოვარდნა პრაქტიკულად გარდაუვალი იყო. თავდაპირველად ოდინცოვამ ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა. იმის გამო რომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობას ფოტოების სინამდვილეში ეჭვი შეეპარა, ახალგაზრდა მოდელმა ვიდეორგოლიც გააზიარა, რომელიც გვარწმუნებს, რომ კადრები რეალურია.

ვიქტორიას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ჩანს ცნობილი რუფერიც, რომელიც ამავე დროს ფოტოების ავტორია. სოციალურ ქსელში ვიდეოს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.  მომხმარებლების უმრვალესობა წერს, რომ ოდინცოვამ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა და ცუდი მაგალითი მისცა ახალგაზდებს.

https://www.instagram.com/p/BOpOHywAURZ/

https://www.instagram.com/p/BQShQaeg4y_/

https://www.instagram.com/p/BMwPYrqD2q0/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები