LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში ჩვენთან ინვესტირებით დაინტერესდნენ – დაიგეგმა საქართველოში ვიზიტი

40
197237886-3855143814614462-805845316508108430-n

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილმა ქალაქ დუბაიში ინვესტორ კომპანიებთან Dubai Investments PJSC, Masharie LLC  და Aldar-თან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი პოსტ-პანდემიურ პირობებში.

კომპანიებმა დაინტერესება გამოხატეს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ. კერძოდ, უძრავი ქონების და წარმოების მიმართულებებით. შედეგად, დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები, მათ შორის, საქართველოში შესაძლო ვიზიტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები