LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლებს კორონავირუსის დადგენა ყნოსვით შეუძლიათ

103
53453479-303

ფინელი მეცნიერების დამსახურებით, ძაღლებმა კორონავირუსის ინფექციის დადგენა ისწავლეს. ჰელსინკის უნივერსიტეტმა არნახულ წარმატებას მიაღწია და ძაღლებს საშიში ვირუსის აქამდე უცნობი სურნელის ამოცნობა ასწავლა. ექსპერიმენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ ერთ–ერთმა ძაღლმა ინფიცირებულის შარდის ანალიზის ჯანმრთელი ადამიანების ნიმუშებიდან გამორჩევა შეძლო.

სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკაში ძაღლებს უკვე დიდი ხანია რაც ვწვრთნით და მართლაც საოცარი სანახავი იყო, თუ რა სწრაფად შეძლეს მათ ახალი სუნის ცნობა“ – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ანა ჰელმანმა.

ძაღლებმა კვლევის პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულეს და დასკვნით ნაწილში მათ ბევრად უფრო მეტი ნიმუშის ამოცნობა მოუწევთ. ამის შემდეგ კი ცხოველებს უკვე პრაქტიკულ დავალებებს მისცემენ.

აღსანიშნავია, რომ ყველა დაავადებას განუმეორებელი სურნელი აქვს და ძაღლები ამ საკითხში საუკეთესოები არიან. როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, ძაღლები მკერდის კიბოს 93%–იანი სიზუსტით, ხოლო  ფილტვის კიბოს 97%–იანი სიზუტით ცნობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები