LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალადობას იგონებენ მეზობლები – გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი ბრალდებებს უარყოფს

arkadi

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი არკადი ძავრიშვილი აცხადებს, რომ  ბავშვზე ძალადობა არასდროს ხდებოდა.

მისი თქმით, მცირეწლოვანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

„სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ. ბავშვს სუნთქვა უჭირდა, ასევე პრობლემები ჰქონდა ნაწლავებზე. ვმკურნალობდით კიდეც. ძალადობას იგონებენ მეზობლები. შემაკავებელი ორდერიც მათ გამო ჰქონდა ჩემს მეუღლეს. მათ თქვეს, რომ ბავშვს სცემდაო. ასეთი რამ არ ხდებოდა,“ – განაცხადა არკადი ძავრიშვილმა.

გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლები აცხადებენ, რომ მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. შსს-ს ინფორმაციით კი, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები