LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ბევრ ბიზნესმენს ვხვდები, სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგია ის, რომ მარტში 10.1%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს – პრემიერი

57
1615906649---2-2021-10-19_14-02-25_534795

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბევრ ბიზნესმენს ხვდება, როგორც უცხოელებს, ასევე ქართველებს.

„რაღაც სკანდალია, რომ ვიღაც ბიზნესმენი ჩამოვიდა, მერე რა, რომ ჩამოვიდა?! გეტყვით, რომ ძალიან ბევრ ბიზნესმენს ვხვდები, ქართველ ბიზნესმენებს, უცხოელ ინვესტორებს, რადგან მინდა, ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს. ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბეა. სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგია ის, რომ მარტში 10.1%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, პირველ კვარტალში გვექნება 14%-იანი ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქსტატი მარტის თვის ეკონომიკური ზრდის ზუსტ მონაცემებს 29 აპრილს გამოაქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები