LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ბევრჯერ ვთქვი, არ მომწონს ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული.. 29 პროცენტიდან 8%-მდე, უძრაობაში მოიყვანა პარტია“ – თაკო ჩარკვიანი მელიაზე

166
BeFunky-collage (24)

მუდმივად მქონდა ნიკა მელიასთან პრეტენზიები. სულ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ან ვერ არის ლიდერი, ან შეგნებულად მოიყვანა სტაგნაციაში პროცესი. ძალიან ბევრჯერ ვთქვი, არ მომწონს მე ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული-მეთქი, – ასე ეხმაურება „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

მუმლაძე სხვებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა, სცადა პროვოკაციის მოწყობა: ენმ-ს განცხადება პარტიის ოფისში მომხდარ დაპირისპირებაზე

როგორც ჩარკვიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან აღნიშნა, ნიკა მელიამ 29-პროცენტიანი პარტია რვა პროცენტამდე დაიყვანა.

„ნაციონალური მოძრაობა“ – ასე მე ვერ ვიტყვი, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ შესანიშნავი ამომრჩეველი ჰყავს, ზუსტად ის, ვინც შევიდნენ ნიკა მელიასთან და გაუსწორდნენ ფიზიკურად, ისიც „ნაციონალური მოძრაობაა“.

მე ვერაფრით ვერ დავარქმევ ნიკა მელიას და მის რამდენიმე მომხრეს ასე ცალსახად „ნაციონალურ მოძრაობას“. ლიდერები იცვლებიან, რა პრობლემაა, რომ თავმჯდომარე გამოცვალონ, რა არის აქ საოცარი.

პარტია იმისია, რომ გამოცვალონ, თუკი ვერ შეასრულა რაღაც. ლიდერი, რომელმაც გაამეოთხედა შედეგი, 29 პროცენტიდან 8%-მდე, უძრაობაში მოიყვანა პარტია. მისი ლიდერი მძიმდება ციხეში და პარტია უმოძრაობაშია. აბა, რა არის ლიდერის მოქმედება სხვა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

იგეგმება თუ არა ნიკა მელიას გადაყენება – ანა წითლიძის განმარტება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები