LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ურეკის მაგნიტური ქვიშა, თუმცა, მტკიცებითი მედიცინა  ბუნებრივ სიკეთეებს დიდად ყურადღებას არ აქცევს – პედიატრი ეკა უბერი

283
ekauberinews45

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ეკა უბერმა ზაფხულში ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანის რისკებზე ისაუბრა.

,,თანამედროვე ოჯახში, სადაც ყველა მუშაობს, მთა და ზღვა – ორივე ერთად ვერ ხერხდება, ფინანსურადაც საკმაოდ რთულია. რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, არჩევანი წინაშე შეიძლება იყვნენ მშობლები.  თუ ბავშვი პრაქტიკულად ჯანმრთელია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად დაასვენებთ – ზღვაზე თუ მთაში. ზღვასთან მიმართებაში არის მთელი რიგი კრიტერიუმები, რომლებიც ცოტა უფრო ართულებს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დასვენებას, გაცილებით უფრო მეტ დეტალზე ყურადღების მიქცევაა საჭირო. 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან განსაკუთრებით, აუცილებელია გათვალიწინებული იყოს, რომ მზის დამცავის მაღალეფექტური კრემი, რომელიც სპეციფიკური იქნება ჩვილებისთვის. პარფიუმერიის შემცველი მზის დამცავები პრობლემური, ალერგიული  შეიძლება  აღმოჩნდეს. იქ არის მთელი რიგი რეჟიმის დაცვა – 10-დან 6 საათამდე არ არის სასურველი მზეზე გაყვანა, ეს უნდა მოხდეს, აუცილებლად დილით 10 საათამდე ან 6-ის შემდეგ. გასათვალისწინებელია არამარტო მზის, ასევე სითბური დარტყმა, რომელიც თუნდაც ჩრდილის პირობებში შესაძლებელია. მოკლედ, ზღვაზე უფრო მეტი საფიქრალია, ვიდრე მთაში.

რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო უჭირს აკლიმატიზაცია. ზოგადად, დადგენილია, რომ 7-10 დღე სჭირდება ბავშვს ახალ კლიმატურ პირობებთან შესაგუებლად – ეს შეიძლება იყოს: ძილის პროცესის დარღვევა, გაღიზიანებადობა, ჭირვეულობა, უმადობა. 7-10 დღე არის შეგუება ამ ახალ პირობებთან, შემდგომში იწყება ადაპტაცია და ამასობაში მთავრდება დასვენებაც. ამიტომ რა თქმა უნდა, სასურველია დასვენება იყოს ხანგრძლივი, მინიმუმ 14-დღიანი“-განაცხადა ეკა უბერმა. მისივე თქმით, ურეკის მაგნიტური ქვიშა კარგია, თუმცა მტკიცებითი მედიცინა, ანუ ფაქტებზე დაფუძნებული მედიცინა, ამ კონკრეტულ ბუნებრივ სიკეთეებს დიდად ყურადღებას არ აქცევს: მტკიცებითი მედიცინა, ანუ ფაქტებზე დაფუძნებული მედიცინა, ამ კონკრეტულ ბუნებრივ სიკეთეებს დიდად ყურადღებას არ აქცევს. ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ურეკის მაგნიტური ქვიშა, როდესაც გარემო არის სუფთა და მისაღები ადრეული ასაკის ბავშვისთვის. ყველამ ვიცით, რომ ძალიან ხშირია ნაწლავური ინფექციები, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში და აქაც ძალიან ბევრი პრობლემა მოდის. ინფექციები წყლიდან, ქვიშიდან, რადგან ბავშვის კანი არის ძალიან ფაქიზი. სამწუხაროდ, კოვიდი არსად არ წასულა, ისევ და ისევ იგივე რეკომენდაციებია – პირბადე, ხელის ჰიგიენა და სოციალური დისტანცია და ალბათ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ეს კომპონენტი – სადაც უფრო ნაკლები მჭიდრო კონტაქტები იქნება, იქ იქნება დასვენება კარგი“, –  აღნიშნულ საკითხებზე პედიატრმა ეკა უბერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები