LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან კარგია, როდესაც ბებია-ბაბუა ცხოვრობს სადღაც სოფლად და იქ ჩასვლა ხდება დღესასწაული ბავშვებისთვის – მარინა კაჭარავა

256
marinakajarava528

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში ბებია-ბაბუებსა და შვილიშვილებს შორის არსებულ უწყვეტ ჯაჭვზე ისაუბრა, მისი თქმით, მათთან ვიზიტი ყოველთვის დღესასწაულია.

„არ არის აუცილებელი, რომ ერთად ცხოვრობდნენ თბილისის ოროთახიან ან სამოთახიან ბინაში. ადამიანს ძალიან სჭირდება თავისი სივრცე. ადრე ასე იყო, ადამიანს რვა შვილი ჰყავდა თუ ათი, სამოსახლოებს აძლევდა შვილებს და უმცროსი შვილი რჩებოდა ოჯახში. მესმის, რომ აბსოლუტურად სხვა ვითარებაა დღეს. ​ბებია-ბაბუა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ბავშვებისთვის. თუ ახლოს იცხოვრებენ, იმავე სადარბაზოში, გვერდზე სახლში, იმავე ქუჩაზე, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც ბებია-ბაბუა ცხოვრობს სადღაც სოფლად და იქ ჩასვლა ხდება დღესასწაული ბავშვებისთვის. იქ მათ აქვთ რაღაც უნივერსალური, განსაკუთრებული სითბო. მე ხანდახან ვამბობ, რომ მარტოობის საუკუნე დგება. იმდენად ყალყზე დგას ყველა ადამიანი საკუთარი უფლებების დასაცავად, იმდენად მივიწყებულია მოვალეობები… ნებისმიერი დედის, მამის, შვილის, მოსწავლის მოვალეობებიც ხომ არის, მარტო უფლებები არ არის. რაც მეტია მოვალეობა, მით მეტია პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობაზე არავინ არ საუბრობს“, – ამბობს მარინა კაჭარავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები