LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან მდარე და უზნეო ტყუილი თქვა, თითქოს 20 ივნისს არაფერი ხდებოდა და სახელმწიფომ მოქალაქეებზე იძალადა”: ვოლსკი მარგველაშვილზე

138
BeFunky-collage (2)

გია ვოლსკის შეფასებით, 20 ივნისს ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი განცხადება “მდარე და უზნეო” ტყუილი იყო.

მანვე აღნიშნა, რომ სამართლიანი შეფასების გარეშე პოლიტიკოსი ვერ ივარგებს.

„არ ვიცი, რამდენი ამომრჩეველი ეყოლება, მაგრამ გუშინ ვუსმინე და ძალიან მდარე და ვიტყოდი, უზნეო ტყუილიც თქვა, თითქოს 20 ივნისს არაფერი ხდებოდა და სახელმწიფომ თავის მოქალაქეებზე იძალადა. ასეთი ცალმხრივი შეფასების გარდა, კიდევ დამოკიდებულება გამოხატა პოლიტიკური პროცესების მიმართ. სამართლიანი შეფასების გარეშე ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ ივარგებს, მათ შორის არც მარგველაშვილია გამონაკლისი“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ, 20 ივნისს გამართულ აქციაზე გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლებას თაღლითი უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი ხელისუფლება ხალხს არ ეკადრება:

“ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატი; ხელისუფლება, რომელიც მერე პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს წყლის ჭავლით არბევს, არ არის დემოკრატიული; ხელისუფლება, რომელიც პოლიტპატიმრებს დაუშვებს თავის ქვეყანაში, არის ავტორიტარი; ხელისუფლება, რომელი საკუთარ ერს და საერთაშორისო პარტნიორებს მისცემს დაპირებას და მოიტყუება, არის საერთაშორისო თაღლითი. ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს და ჩვენს საზოგადოებას”,-აღნიშნა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები