LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მძიმე ზამთარი გველის, გვრჩება გამოსავალი, შერჩეულ ჯგუფებში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს ან ამოქმედდეს “მწვანე კოვიდ პასპორტები” – ჩხაიძე

95
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შენელებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეთრთადერთი გამოსავალი რჩება – გარკვეულ ჯგუფებში ვაქცინაცია სავალდებულო გახადეს.

ივანე ჩხაიძე მეორე ბერკეტად “მწვანე კოვიდპასპორტების” ამოქმედებას განიხილავს:

“სექტემბრის მეორე ნახევრისა და მთელი ოქტომბრის განმავლობაში ყოველდღიურად მცირდება აცრილთა დღიური რაოდენობა.

შესაბამისად, ეს რესურსი ქვეყანას არ გააჩნია. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვა როგორც ხორციელდება, ადვილი სანახავია,  ნახეთ, რამდენი ადამიანი ატარებს პირბადეს და იცავს სოციალურ დისტანციას, ესეც ფუჭი იმედია.

გვრჩება ერთადერთი გამოსავალი – გავიზიაროთ მრავალი ქვეყნის გამოცდილება, რომლებმაც ასეთ ვითარებაში შერჩეულ ჯგუფებში ვაქცინაცია სავალდებულო გახადეს ან აამოქმედეს “მწვანე კოვიდპასპორტები”.

წინ ძალიან მძიმე ზამთარი გველის. ველოდებით სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატებას, გრიპის გამოჩენას. ასე რომ, მომდევნო თვეებში მდგომარეობა თავისით ვერ გაუმჯობესდება”, – განაცხადა ჩხაიძემ.

დევი ტაბიძე: მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება

ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაციის სტატისტიკური მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

3 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.6 %-ია.

სრულად ვაქცინირებულია 944 520 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1%-ს შეადგენს.

2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი.

ცერცვაძე ვაქცინაციაზე: ამაზე მეტი საინფორმაციო კამპანია, რაც საქართველოშია, უბრალოდ, შეუძლებელია