LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, მაგრამ ისინი მტრებად აღგვიქვამენ: ვახტანგ მეგრელიშვილი

103
untitled

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გაცნობის სურვილი აქვს, თუმცა მას „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი მტრად აღიქვამს. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

„მე ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, ისტორიული ფიგურაა და ძალიან ბევრი საკითხი დარწმუნებული ვარ, როგორც დანარჩენ მოსახლეობას, მეც ასევე მაინტერესებს. მე მაქვს იქ შესვლის უფლება, მაგრამ მეორე მხრიდან ხომ უნდა იცოდე, რომ შენი ნახვა უნდათ, რაც მე მესმის იმ მედია საშუალებებიდან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს, ისინი ჩვენ მტრებად აღგვიქვამენ მაშინ, როდესაც ანალოგიური დამოკიდებულება არასდროს არ გვქონია.

მე უბრალოდ არ მესმის, ადამიანი აგერ არის, არაფერი არ დაგვიშავებია, პირიქით და დაუმსახურებლად გლანძღავენ და ეს ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას. რიგგარეშე არჩევნებს რომ ითხოვენ და ასე შემდეგ, შესაბამისად მე განცდა მაქვს, რომ ეს ხალხი საშიშროებაა ჩემთვის, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი კონგლომერატით, თავისი სამი ტელევიზიით. მე რომ მოვინდომო იქ შესვლა ძალიან არაადეკვატურად გამოვჩნდები, მაგრამ მიხეილ სააკაშვილისგან რომ იყოს ასეთი სურვილი, მე დიდი სიამოვნებით გავიცნობდი, რადგან საერთოდ მაინტერესებს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები