LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მშვიდობისმოყვარე ადამიანი ვარ, თუმცა არ ღირს ჩემში მხეცის გაღვიძება!“ – ვუდი ჰარელსონის ცნობილი გამონათქვამები

8922
ძალიან დიდი დროა საჭირო კარგი რეპუტაციის შესაქმნელად და რამდენიმე წუთიც საკმარისოა მის დასანგრევად (1)

მართალია, ჰოლივუდის მთავარი ბუნტისთავი ადრეული ასაკიდანვე რთულად აღსაზრდელ მოზარდებს შორის ირიცხებოდა, მაგრამ მან მაინც შეძლო წარმატებული კინოკარიერის გაკეთება და თაყვანისმცემელთა მთელი არმიის შეძენა.

fortuna.ge გთავაზობთ ვუდი ჰარელსონის ცნობილ გამონათქვამებს:

ის გრანდიოზული მოვლენებიც კი, რომლებიც ჯერ არ მომხდარა, ერთ დღეს აუცილებლად უღიმღამო წარსული გახდება.

არ მიყვარს პოპულარობა. პოპულარობის დროს ყოველთვის პიროვნების გაორებით იტანჯები.

ვერ ვიტყვი, რომ შრომისმოყვარე ვარ, თუმცა დასვენების ჩემპიონობას აუცილებლად დავიჩემებ. სხვებზე კარგად გამომდის და ამ სფეროს ნამდვილი მეფე ვარ!

თუ ქათინაურებით გავსებენ – კარგია, მთავარია არ დაიჯერო, რომ სიმართლეს გეუბნებიან.

არ მჯერა, რომ სამოთხეში უფრო კარგად ვიცხოვრებ, ვიდრე ახლა ვცხოვრობ!

ნამდვილი დრამა არა თეატრში, არამედ სასამართლოს დარბაზში იდგმება. კარგი ადვოკატები კარგ მსახიობებზე უკეთესად თამაშობენ, მაგრამ მე მაინც ცუდი მსახიობი მირჩევნია ვიყო, ვიდრე კარგი ადვოკატი.

უცურია, მაგრამ ყოველთვის ვკარგავ თაყვანისმცემლებს, როცა პრინციპულობას ვიჩენ და ჩემთვის ფასეულს ვიცავ.

მარიხუანა – დანაშაულია მსხვერპლის გარეშე. ყველას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი ცხოვრება, რადგან სწორედ ესაა თავისუფლება.

ცნობილი გამონათქვამები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები