LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალოვანი სტრუქტურები და სპეცსამსახურები დაინტერესებული არიან და ხელს უწყობენ პოლიტიკურ დაპირისპირებას: ირაკლი მელაშვილი

100
ირაკლი-მელაშვილი2

“ძალოვანი სტრუქტურები და სპეცსამსახურები დაინტერესებული არიან და ხელს უწყობენ პოლიტიკურ დაპირისპირებას”, – ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს ძალოვანი სტრუქტურები უფრო მეტად აკონტროლებენ პოლიტიკურ პარტიებს, ვიდრე პოლიტიკოსები ძალოვან სტრუქტურებს.

„ფარული ჩანაწერების საკითხი თითქმის ყველა ხელისუფლების დროს იყო და ეს არის ქვეყნის უბედურება, იმიტომ, რომ ძალოვანი სტრუქტურები და სპეცსამსახურები დაინტერესებული არიან და ხელს უწყობენ პოლიტიკურ დაპირისპირებას. რაც უფრო ნაკლებად ესაუბრებიან პოლიტიკოსები ერთმანეთს მით უფრო მეტი დაძაბულობაა მათ შორის.

ქართული გამოცდილება ასეთია, რომ ხელისუფლება იძულებული ხდება აქცენტი გააკეთოს ძალოვანებზე, ისინიც ბევრად დაუსჯელად გრძნობენ თავს, იოლად აიძულებენ ხელისუფლებას დააკმაყოფილონ მათი ფინანსური თუ ეკონომიკური ინტერესები და აშ.

ეს მუდმივი დაძაბულობა ძალიან არის ხელშეწყობილი და ნებისმიერი მთავრობის დროს, როდესაც ხდება გამოგდება ფარული ჩანაწერების, ამის უკან ყოველთვის ძალოვნები დგანან. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ დღეს ძალოვანი სტრუქტურები უფრო მეტად აკონტროლებენ პოლიტიკურ პარტიებს, ბევრად უფრო მეტად ვიდრე პოლიტიკოსები ძალოვან სტრუქტურებს“,-განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.