LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძარცვა ბერძნულად – მიკონოსზე ქართველი ბიზნესმენის ვილიდან 90 000 ევროს ღირებულების სამკაულები მოიპარეს

223
ing

“მიკონოსელმა “ვირთხებმა” ამჯერად ქართველი ბიზნესმენი გაძარცვეს და 90 000 ევროს ღირებულების ძვირფასი სამკაულები წაიღეს”, – ამ სათაურით ინფორმაციას ბერძნული მედია აქვეყნებს. 

გავრცელებული ცნობით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ვილაში, რომელიც საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე მდებარეობს, მძარცველები 6 ივლისს შეიჭრნენ.

ბაჩიაშვილი protothema.gr-თან ამბობს, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფთან ერთად კუნძულზე სასეირნოდ იყო გასული. მძარცველებმა ამ დროს სახლის ფანჯარა ჩაამტვრიეს და ვილაში შეიჭრნენ.

“ისინი საძინებლებში შევიდნენ და ერთ-ერთ მათგანში იპოვეს მცირე განძი: 90 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, როგორც 35 წლის ქართველმა ბიზნესმენმა მეორე დღეს მიკონოსის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს განუცხადა”, – წერს ბერძნული მედია.

protothema.gr-თან საუბარში ქართველი ბიზნესმენი აცხადებს, რომ პოლიციელებს ფოტოები და თითის ანაბეჭდები აქვთ და იმედი აქვთ, რომ მოპარულ ნივთებს აღმოაჩენენ. ბიზნესმენის თქმითვე, მოპარული ძვირფასეულობა დაზღვეული არ იყო.

პოპულალურები