LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში: დაშავებულია სულ მცირე 35 ადამიანი

79
BeFunky-collage (1)

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა.

ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ სტამბოლშიც იგრძნობოდა.

კიდევ ერთი, 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა პირველიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დაფიქსირდა.

მედიის ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 35 ადამიანი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები