LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა [ფოტო]

ეეეე

ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა –  ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისდან შევიდა.

“ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა:

87 ხე;
62 შენობის სახურავი;
32 ავტომანქანა;
ბუნებრივი აირის 8 მილი;
მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი;
4 სარეკლამო ბილბორდი;

ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება. ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო, არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო, მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასული, რათა საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები