LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქართველი მომღერალიც, ვინც რუს მომღერლებზე მაღლა დგას…ისეთივე გმირია, როგორც სპორტსმენი – თამარ ივერი

700
BeFunky-collage (2)

“ძლიერი ქართველი მომღერალიც, ვინც რუს მომღერლებზე მაღლა დგას…ისეთივე გმირია, როგორც სპორტსმენი!!!”,-ამის შესახებ ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი საკუთარ “ფეისბუქზე” წერს.

ის კალათბურთელ თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას გამოეხმაურა.

“ისე, მედალს ორი მხარე აქვს,როცა ერთს ვკიცხავთ რუსეთის კლუბში თამაშის გამო(და სადღაც მეც ვთვლი რომ მინიმუმ როცა შენი ნაკრების კაპიტანი გქვია აქ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაწევს მხრებზე.შ ენი ქვეყნის ფლაგმანი ხარ. აბრამოვიჩის არმიის გუნდიც, ყველამ კარგად იცის საკმაოდ პოლიტიზირებული გუნდია და გარგნულადაც იმიტომ გამოვიდა not fair step)
მეორეს მხრივ, უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს თუ ჩვენ რას ვთავაზობთ ამ ადამიანებს სანაცვლოდ?? ბოლობოლო, ოჯახის გამოსაკვებად?? დიღმის რესტორნებში სიმღერას და შიშველ ენთუზიაზმზე, გათბობის გარეშე სპორტულ დარბაზებში ვარჯიშს და წელიწადში ერთხელ ამხანაგური მატჩის ანაზღაურებით ოჯახის რჩენას? თუ მხოლოდ კლავიატურის ვაჟკაცობა და ფურთხია ჩვენი პასუხი??

აი მაგალითად, ამ გოგოს, ნუცას, მეათედი გულწრფელი სიყვარული, რასაც ის ამ აუდიტორიისგან და ჟიურის წევრებისგან იღებს…ოდესმე მიუღია საქართველოში? აქვს მისი მონაცემების შესაბამისი დაფასება? ანაზღაურება?? ხვალ-ზეგ რუსეთი მას ხელის გულზე დაისვამს, სიმღერებს დაუწერენ, დააფასებენ და მერე აცხადეთ “მოღალატედ“! და უფრო მეტიც, მე არ ვთვლი რომ ის ამ შოუში მღერის როგორც “დაპყობილი ერის წარმომადგენელი რუსების დაკრულზე” მე მას ვხედავ როგორც “შენს მიერ დაპყრობილი ქვეყნის შვილი, რომელიც შენი ძლიერი ქვეყნის მომღერლებზე 100 თავით უკეთ მღერის” და ამას თავად რუსებიც გრძნობენ და აღიარებენ.

აქ მე უფრო სიამაყის გრძნობა მაქვს ვიდრე სირცხვილის და საერთოდ, რატომაა რომ ქართველი სპორტსმენი როცა უგებს რუსს, ქართულ დროშას აფრიალებს და ქართულ ჰიმნს უკრავენ…ის გმირია და მომღერალი, რომელიც ასევე “იმარჯვებს” რუს მომღერლებზე…ის სამარცხვინო მოღალატე. დიახ, სცენა ჩვენი ტატამია!!! და ძლიერი ქართველი მომღერალიც, ვინც რუს მომღერლებზე მაღლა დგას…ისეთივე გმირია, როგორც სპორტსმენი!!!

ერთხელ ცხოვრობს ადამიანი, ერთხელ აქვს კარიერული ზენიტი, რაც მის სიცოცხლეზე ბევრად მოკლეა და სწორედ ამ ზენიტში სურს მას იგრძნოს თავი მაქსიმალურად დაფასებულად და “ანაზღაურებულად”!! და თუ შენ ვერ აძლევ მას ამ ელემენტარულს….მაშინ შენი პრეტენზიებიც “კარადაში უნდა შეინახო”!! ნუ სპეკულირებთ და ყველას ანწუხელიძე-ტატუნაშვილობას ნუ სთხოვთ!! როგორც დიქტატორები ჰყავს ისტორიას ერთეულები….ასევე გმირებიც და ყოველ, რიგით ადამიანს, ხელოვანს თუ სპორტსმენს ნუ სთხოვთ მათი კარიერის და თვითრეალიზების პატრიოტიზმის სახელით მსხვერპლად შეწირვას!!!! პეპელასავით “ორი დღე” აქვს ხელოვანებს და სპორტსმენებს მათი “გაფართხალებისათვის” და სადაც მათი ტიტანური შრომა მაქსიმალურად დაფასდება და სიყვარულს და დიახაც! სათანადო ანაზღაურებას მიიღებენ იქ იმოღვაწევებენ!!!

არა “ბიჭოს”,ახლა ფეისბუკ მომხმარებლების “დაკრულზე იცეკვოს”, შვილისთვის საჭმლის და სათამაშოს ფული არ ჰქონდეს, მაცივარი ცარიელი, საღამოს ბაზარზე იაროს მიმპალ-მომპალი ხილ- ბოსტნეულის იაფად ხელში ჩასაგდებად და სამაგიეროდ ფეისბუკზე უწერდნენ “ჯიგარი ხარ!” და “ძმაო გენაცვალე!ს” უკეთესი იქნება მისთვის არა??”,-წერს თამარ ივერი ფეისბუქში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები