LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ჩოხატაურში პრობლემები შექმნა

80
ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა.

რამდენიმე სოფელში დაბაში, ხევში, ზემოხეთსა და ბურნათში ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, წაქცეულია ხეები , დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ერთი საათის განმავლობაში წაქცეული ხეების გამო, სოფელ ხევში გადაკეტილი იყო გზა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ელექტროენერგია მხოლოდ ერთ უბანს არ მიეწოდება, სხვაგან კი აღდგენილია.

,,მერიის წარმომადგენლები, სამაშველო სამსახურების, ასევე “ენერგო-პრო ჯორჯიას” ბრიგადები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა. მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დაეხმარება მოსახლეობას, ვგულისხმობ, გადაუდებელ შემთხვევებს”, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები