LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა ქარმა მცხეთის მთავარი ნაძვის ხე წააქცია

120
1

ძლიერმა ქარმა მცხეთაში, ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე წააქცია.

ინფორმაციას და ფოტოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“გამთენიისას, ძლიერი ქარის შედეგად, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე წაიქცა. სამწუხაროდ დაზიანებულია რკინის კონსტრუქცია და მისი მთავარი ღერძი.

ნაძვის ხის წაქცევის შედეგად საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟი კეთილმოწყობის სამსახურის მიერ”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები