LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს: პრეზიდენტი

610
117238382-5642953972388733-4535244130354072104-n

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოხუმის დაცემიდან 27-ე წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ აფხაზებმაც და ქართველებმაც უნდა გაითავისონ, რომ წარსულის ჭრილობების მოშუშება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

განვლილმა წლებმა ნათლად დაგვანახა რომ მტრის გარდა, ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს და წარმატება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა.

როგორც აფხაზებმა ასევე, საქართველოს ყველა დანარჩენმა მოქალაქემ უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ერთად და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ წარსული ჭრილობების მოშუშებასა და ჩვენი მომავალი თაობების ნათელი ხვალინდელი დღისათვის საფუძვლის ჩაყრას, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

27 წელი სოხუმის დაცემიდან: “ეს ომი ტრაგედიაა ყველასთვის, აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები