LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ, შუახნის ქალმა დიდი ხნის ნაგროვები ფული აჩუქა

450
BeFunky-collage (8) (1)

ნიკა და რატი ქართველიშვილებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ტაქსაობენ, შუახნის ქალმა დიდი ხნის ნაგროვები ფული აჩუქა.

სიკეთის კიდევ ერთი მაგალითის შესახებ ნიკა ქართველიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

„დღეს გამოიძახეს „სიცოცხლის ტაქსი” ვარკეთილში, შუახნის ქალბატონი ჯდება ტაქსიში, რომელმაც გადმომცა სუნამოს ფლაკონო და მეუბნება, შვილო, მე ტაქსი არ მჭირდება, აი ამას კი დიდი ხანია ვაგროვებ, არც ვიცი რამდენია, მაგრამ შენ უფრო გჭირდება ისეთი საქმისთვის აგროვებ, ერთადერთს გთხოვ დედის მდგომარეობა შემატყობინე პერიოდულადო.

150 ლარი იყო როდესაც დავთვალეთ, ვინ იცის რისთვის და რამდენი ხანი აგროვებდა ამ თანხას, არ ვიცი ვინ ხართ, არ ვიცი სად ცხოვრობთ, მიყვარხართ უცნობო ქალბატონო ნინო, ძალიან მიყვარხართ.

ცრემლები ვერ შევიკავე ეს ქალბატონი, რომ გადავიდა მანქანიდან” – დაწერა მან.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა თბილისის ქუჩებში ტაქსი გამოჩნდა, რომელსაც სტიკერი აქვს წარწერით #მაიასთვის. ეს მაია ქართველიშვილის შვილების ახალი წამოწყებაა.

ტაქსი მაიასთვის – შვილები დედის გადასარჩენად ფულს ასე აგროვებენ

ისინი ცდილობენ დედისთვის, რომელსაც მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი აქვს, სამკურნალო თანხა შეაგროვონ.

54 წლის ქალი ამჟამად თურქეთში, Florence Nightingale Istanbul- ის კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა მაღალდოზირებული ქიმიის კურსი და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, რაც ამ ეტაპზე 150 000 დოლარი ჯდება.

ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ, ჯაბა კანკავა დაეხმარა

ამ თანხის შესაგროვებლად ოჯახს არ გააჩნია საკმარისი სახსრები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები