LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს

85
მკვლელობა

ქობულეთში, ძმის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული 1969 წელს დაბადებული მამაკაცია და მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ძმა – 1977 წელს დაბადებული ბ.გ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები