LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძვირი დაგვიჯდა ეს გამარჯვება, მაგრამ ამად ღირდა! – მაკო გომურის და მაქარაშვილის ემოციური ფოტო

252
106378513-10220087656594640-7902452843078216434-n

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, “გავრილოვის ღამეს” დაშავებულ მაკო გომურთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.

ფოტო პარლამენტის წინაა გადაღებული – “ძვირი დაგვიჯდა ეს გამარჯვება” – წერს მაქარაშვილი და გომურს ამ ბრძოლაში წინა პლანზე დგომისთვის და გაღებული მსხვერპლისთვის მადლობას უხდის.

“ძალიან ძვირი დაგვიჯდა ეს გამარჯვება, მაგრამ როგორც თავად თქვი, ამად ღირდა!

მადლობა შენი მსხვერპლისთვის და მადლობა, რომ ამ ბრძოლაში სულ წინა ფლანგზე იდექი!

ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება” – წერს გიგა მაქარაშვილი.

 

შეგახსენებთ, მაკო გომურმა “გავრილოვის ღამეს” აქციის დარბევისას, რეზინის ტყვიის მოხვედრის გამო ცალი თვალი დაკარგა. გამარჯვებად კი მაქარაშვილი პროპორციული არჩევნების სისტემის მიღებას თვლის, რომლის შესახებაც საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა.

https://www.facebook.com/gmakarashvili/posts/10220087849959474

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები