LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ამცრელი სივრცეები ქვეყნის 4 დიდ ქალაქში შეიქმნება…სივრცის მოსაწყობად შესაძლოა მოლების შენობებიც გამოიყენონ: ამირან გამყრელიძე

78
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ე.წ. ამცრელი სივრცეები ქვეყნის 4 დიდ ქალაქში შეიქმნება. მისივე თქმით, სივრცის მოსაწყობად შესაძლოა მოლების შენობებიც გამოიყენონ.

გამყრელიძის განმარტებით, ე.წ. ამცრელი სივრცეები კარვებში არ იქნება განთავსებული და ამისთვის უფრო დიდი სივრცეები მოეწყობა, რისთვისაც მუშაობა „ექსპო ჯორჯიასთან“, „ჰუალინგის ცენტრთან“, დიდ დარბაზებთან და მოლებთან მიმდინარეობს.

„ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ 3 ან 4, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო.

თუ არ ავიცრებით, თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, შესაძლოა მე-4 ტალღა ზაფხულის ბოლოს იყოს: ამირან გამყრელიძე

კარვებზე საუბარი არ არის, საუბარია უფრო დიდ სივრცეებზე, მაგალითად, თბილისში აქტიურად ვმუშაობთ „ექსპო ჯორჯიასთან“ მათი პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ „ჰუალინგის ცენტრთან“, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია და მოლებთან, რომ იყოს ამ ტიპის ცენტრები გაშლილი.

ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ეს იქნება როგორც ონლაინ დაჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგებით”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ივლისიდან, დღეში 20-25 ათასი აცრა გაკეთდება – ამირან გამყრელიძე

პოპულალურები