LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. კანონიერი ქურდი “ლავასოღლი” გაათავისუფლეს

153
lavasogli

„კანონიერ ქურდობაში” ბრალდებული მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი“ თავისუფალია. ამის შესახებ „ლავასოღლის“ ადვოკატი აცხადებს.

როგორც ალექსანდე კობაიძემ “ფორტუნასთან” აღნიშნა, ლავასოღლი თურქეთში 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში, ამ ხნის მანძილზე კი მისი ექსტრაციისთვის საქართველოს არგუმენტები უნდა წარედგინა.

„ამ 6 თვის განმავლობაში მინდია „ლავასოღლი“ გაჩერებული ჰყავდათ თურქეთის რესპუბლიკაში, შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში, ხოლო როდესაც ამოიწურა ეს ვადა, რა თქმა უნდა, კანონიერად მოხდა მისი გათავისუფლება. ამ 6 თვის განმავლობაში საქართველომ, რა თქმა უნდა, წარადგინა არგუმენტები, რის გამოც მის ექსტრადირებას ითხოვდა, თუმცა, თურქეთის რესპუბლიკამ არ გაიზიარა ჩვენი პროკურატურის მტკიცებულებები. საქართველოში „ლავასოღლი“ ვერ ჩამოვა, რადგან ჩამოსვლის შემთხვევაში მან კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. მას 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი,“ – აღნიშნა კობაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები