LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან 4 ახალი პაციენტი მივიღეთ – მარინა ეზუგბაია

152
Capture

“მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობა თითქმის სამჯერ ნაკლებია გამოჯანმრთელებულების რაოდენობაზე” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირების ორი ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.

“შემოგვემატა მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ორივე მათგანი არის მარნეულის სოფელ მარეთიდან. ჩვენს კლინიკაში გუშინ სამი დადასტურებული და ერთი შესაძლო ინფიცირებული შემოიყვანეს. ეს ერთი ოჯახია და დიდი ალბათობით მეოთხე პაციენტიც ინფიცირებული იქნება. ისინი არიან საბურთალოს წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირები. ამ ეტაპზე ჩვენთან 58 დადასტურებულად ინფიცირებული პაციენტი წევს. გამოჯანმრთელებული გუშინ მხოლოდ 1 გვყავდა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა მნიშნველოვნად გაუმჯობესდა და ისინი უკვე აღარ მოიაზრებიან პრობლემურ, რთულ პაციენტებად. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში ორი არასრულწლოვანი მკურნალობს.

პოპულალურები