LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ე.წ. სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვა კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას”

99
ოკუპირებული-ცხინვალი

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვას ეხმაურებიან.

მათი განცხადებით, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადამსვლელი პუნქტების დახურვა ვითარების ესკალაციას იწვევს.

„სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადამსვლელი პუნქტების დახურვა, დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს და კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას. ჩვენ ვეკონტაქტებით ყველა მხარეს. მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რაც ნეგატიურად აისახება კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და ძირს უთხრის სტაბილურობას ადგილზე,“ – ნათქვამია თანათავმჯდომარეების განცხადებაში.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ ჟენევის საერთაშორისი დისკუსიების ყველა მონაწილეს, არსებული მექანიზმის ფარგლებში შეეცადონ გამოსავლის მოძიებას.

პოპულალურები