LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD და სებ-ი COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებულ კომპანიებს დაეხმარებიან

65
Mar20-19-1206948532-3

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ლარის ლიკვიდობის ხელშესაწყობად, საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) მხარდაჭერით, ადგილობრივ ვალუტაში კერძო სექტორისთვის დაფინანსებას ზრდის.

EBRD-მა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააფორმა სავალუტო სვოპ ხელშეკრულება აშშ დოლარი/ლარზე, რომლის საშუალებითაც EBRD-ს ექნება საიმედო წვდომა ლარის ლიკვიდურობაზე და შეძლებს განაგრძოს ადგილობრივი ვალუტით სესხის გაცემა კომპანიებისათვის, რომლებიც დროებით სირთულეებს განიცდიან. მხარეებმა პირველი გარიგება 2020 წლის 24 აპრილს დადეს.

COVID-19-ის პანდემიის საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლდ, EBRD-მა გაზარდა საქართველოს მხარდაჭერა. აღნიშნული შეთანხმებაც სწორედ ამ მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება.

სავალუტო სვოპი ასევე მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მართვას, დამატებით ხელმისავწდომი აშშ დოლარის ლიკვიდობით, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

EBRD-მ გამოყო სასწრაფო დახმარების “სოლიდარობის პაკეტი” 4 მილიარდი ევროს ოდენობით, როგორც ქმედითი ნაბიჯი მისი კლიენტების დასახმარებლად, მსოფლიოს 38 ქვეყნის ეკონომიკისათვის, მათ შორის საქართველოში არსებული კომპანიებისთვისაც. EBRD-ის მხარდაჭერა მოიცავს ეროვნული ვალუტით ვაჭრობის დაფინანსებას, გადაუდებელი ლიკვიდობისა და სამუშაო კაპიტალის მიწოდებას კერძო სექტორის კლიენტებისთვის ჰოსპითალითის (hospitality), ჯანდაცვისა და აგრობიზნესის სექტორებში, EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მისი საქმიანობის დაწყების შემდეგ, ბანკმა 3.7 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია მოახდინა 249 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. ამ ინვესტიციების 87% კი კერძო სექტორზე მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები