LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD-მ ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მლნ ევრო გამოყო

50
780-AAEAAQAAAAAAAAh9AAAAJGIzZTMwYTg5LTAwNDMtNDZmMS05YjU3LWU5Mjg2YzJkYmUxOQ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მილიონი ევრო გამოყო და შესაბამისად, „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციოდ ჯამში EBRD-ის მიერ გამოყოფილი 38 მილიონი ევროს მოცულობის, 1%-იანი სესხი დაიხარჯება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს.

როგორც კაკაურიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, თავდაპირველად 2018 წელს EBRD-მა ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონიანი სესხი გამოყო, თუმცა გასულ წელს გაირკვა, რომ პროექტისთვის დამატებით 10 მილიონი იყო საჭირო.

„გასულ წელს წინასწარი კვლევითი სამუშაოების დროს აღმოჩნდა, რომ გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოებია განსახორციელებელი. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი იყო აქ ჩართული და გათვალეს, რომ დამატებითი სამუშაოების ღირებულება 10 მილიონი ევროა. შესაბამისად, მოლაპარაკება დავიწყეთ EBRD-თან და მათ მზადყოფნა გამოთქვეს ამ პროექტის დასასრულებლად დამატებით 10 მილიონი ევრო გამოყონ. სესხის პირობები იგივეა. 10 მილიონი ევროს სესხის ძირითადი თანხის გადახდას 8 წლის შემდეგ ვიწყებთ და ეს 1%-იანი სესხია“,- აღნიშნა კაკაურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები