LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედი რედმეინი და მისი მეუღლე ჰანა მეორე შვილს ელოდებიან (ფოტო)

350

ცნობილი გახდა, რომ ოსკაროსანი მსახიობი ედი რედმეინი და მისი 34 წლის მეუღლე ჰანა მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ მედიისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც წყვილი ალექსანდრე მაკქვინის ფონდის მიერ ორგანიზებულ წვეულებას დაესწრო. სწორედ ამ ღონისძიებაზე რედმეინმა ოფიციალურად დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ მალე ის და ჰანა კვლავ მშობლები გახდებიან. ფოტოებიდან კი კარგად ჩანს ჰანას მომრგვალებული მუცელი. ივენთზე მისულმა მსახიობის მეუღლემ სპორტულ სტილს მიანიჭა უპირატესობა. ის ჯინსებში, ნაქსოვ ბლუზსა და პალტოში გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ წყვლს პირველი შვილი, აირის მერი მიმდინარე წლის ივნისში შეეძინა, თუმცა ახალგაზრდა მშობლები პატარას გამოჩენას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერიდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები