LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედმონდ აბაშიძე ნანუკა ჟორჟოლიანს: „აღარ უნდათ ნაციონალური მოძრაობა და ამის გამო კარტოფილზე გაყიდულები უნდა ეძახო შენი ქვეყნის მოსახლეობას?”

edmond

„ქვეყანა კოტრდება მიზანმიმართულად და მხოლოდ იმიტომ, რომ მოქალაქის ფასი, დავიდეს კარტოფილამდე და ხახვამდე. ესაა რეალობა. 2020-ში რა შეიცვლება? ერთ წელიწადში და ერთ თვეში ხალხის მორალური ჯებირი ამაღლდება, თუ სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება გაიზრდება? დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. 2020 -ში ან, ვარიგებთ მეტ კარტოფილს, (ანუ ახალი ფულიანი ბიძა გვინდა) ან, გამოვდივართ ქუჩაში.

მესამე ძალას ვინც ელოდებით, დროა, თეთრი ზეწრებით მოიხვიოთ და მერვე სართულიდან გადმოხტეთ“, ნანუკა ჟორჟოლიანმა ეს სტატუსი არჩევნების შემდეგ, დღეს დაწერა.

მის ამ სტატუსს გამოეხმაურა ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი და აღნიშნა:

„ძვირფასო ნანუკა, მილიონ ნახევარ ადამიანს ნუ აყენებ შეურაცყოფას, არ გეკადრება, არ უნდა საზოგადოებას მიშა და რუსი ვაშაძე, აღარ უნდათ ნაციონალური მოძრაობა და ამის გამო კარტოფილზე გაყიდულები უნდა ეძახო შენი ქვეყნის მოსახლეობას? ნაციონალურმა მოძრაობა რომ ფულები არიგა პირველ და მეორე ტურში არ იცი? თუ ამის ფაქტები გინდა რომ დაიჯერო? ეგეც არ არის პრობლემა ისე, უბრალოდ არ არის სწორი, როცა შენი ქვეყნის უდიდეს ნაწილს კარტოფილზე გაყიდლებს ეძახი!..მე მოგიყვან ხალხს ვინც ფული აიღო ნაციონალებისგან და მიიწვევ შენს გადაცემაში? დაუთმობ ეთერს?“

ამ კითხვაზე ნანუკამ ედმონდს ასე უპასუხა:

„ვიდრე მაგ ხალხს არ მომიყვან, აქ დისკუსია არ გააგრძელო…“

ნანუკამ დასძინა, რომ თავის კედელს ჭორების გასავრცელებლად არავის გამოაყენებინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები