LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბალანჩივაძე: „ჩემი უფროსი შვილი თავიდან ამბობდა, თქვენ არასერიოზულები ხართ და ვნახოთ, თუ ერთი წლის თავზეც ისევ ერთად იქნებით, მაშინ მოვალ თქვენთანო…“

7432
ekabalanchivadze345

დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე ჟურნალ „სარკესთან“ ექიმ კოტე მათითაშვილთან ოჯახურ ცხოვრებაზე და სირთულეების დაძლევაზე საუბრობს.

როგორც ცნობილია, ცნობილ ექიმს ალკოჰოლთან დამოკიდებულების პრობლემა ჰქონდა, თუმცა ეს ბარიერი, მეორე ნახევრის აქტიურობით, გადალახა და პროფესიას დაუბრუნდა.

ეკა ბალანჩივაძე დასძენს, რომ როდესაც სამი წლის წინ ოჯახს ქმნიდნენ, გარკვეული სიძნელეები არსებობდა:

„რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი იყო ერთგვარი რისკი. ნებისმიერი ურთიერთობის დასაწყისში ხომ ცდილობენ ადამიანები,  მხოლოდ კარგი წარმოაჩინონ. აბსოლუტურად არ ყოფილა ჩვენი სიყვარულის ხელშემშლელი ფაქტორი.  პირიქით, ყველანი ძალიან ბედნიერები იყვნენ და ხელს გვიწყობდნენ. მხოლოდ ჩემი უფროსი შვილი თავიდან ამბობდა, თქვენ არასერიოზულები ხართ და ვნახოთ, თუ ერთი წლის თავზეც ისევ ერთად იქნებით, მაშინ მოვალ თქვენთანო. პირობა შეასრულა და ზუსტად ერთი წლის შემდეგ მოვიდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები