დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობას მიმართავს და სთხოვს, პანდემიის პერიოდში რუსების ღრრიანცელს ნუ გვაყურებინებენ.

„არ მესმის და რა გავაკეთო! გუშინდელი ღრიანცელი რა აუცილებელი იყო?!

გამწარებულ ერს ზემოდან ეს განცდა რომ აარიდოთ, არ შეიძლება?! ჩვენო საყვარელო მთავრობა, ცოტა შეგვიწყალეთ და ბოლომდე ნუ გაგვწირავთ, გთხოვთ, თავმოყვარეობის შელახვა ძალიან მძიმე ამბავია და მერამდენედ! თავზე ლაფს ვერ დაისხამს ეს ერი და რა ვერ გაიგეთ!

გააკონტროლეთ მხეცების შემოსვლა საზღვრებზე! как минимум, ტეხავს!

p.s. რუსი მოქალაქეები ძალიან მშვიდად შემოდიან და გადიან, მათ დღემდე პატივისცემით ვეპყრობით! ჩვეულებრივ მოქალაქეებს არც ვერჩით და პირიქით ვუღიმით და ვმეგობრობთ, იმიტომ, რომ ჩვენი ერი განვითარებული და კულტურულია, მაგრამ კრემლს ნუ დაგვიდგამთ მთლად რუსთაველზე და ნუ გვაყურებინებთ პანდემიის პირობებში გამომწყვდეულებს – მათ ღრიანცელს!“

მსგავსი თემები