LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კახიანი: “102 წლის ბებიაჩემი ჩემზე უკეთესად გამოიყურებოდა, 5 საათის შემდეგ საჭმელი არასდროს უჭამია”

512
ურეყჰერ

მსახიობი ეკა კახიანი, რომელიც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია, ამბობს, რომ 5 საათის შემდეგ საჭმელს არ ჭამს. როგორც კახიანმა აღნიშნა, ეს წესი მან ისწავლა ბებიისგან, რომელიც 102 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ცნობილმა მსახიობმა “დღის პოსტის” ეთერში ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ვიზუალი, გენეტიკაა.

ბებია მყავდა 102 წლის ასაკში გარდაიცვალა და ზუსტად ასე იყო ბოლომდე.

მას ჰქონდა ერთი თვისება, რაც განსაკუთრებით მომწონდა. 5 საათის მერე არ ჭამდა საჭმელს.

მეც ეს მაქვს წესად, 5-ის მერე არ ვჭამ. საღამოს შეიძლება ძალიან „ლაითად“ მივირთვა.

ღამე ორგანიზმი ძალიან ბევრს მუშაობს.  ძილის წინ რომ იკვებება ადამიანი, ძალიან დიდი ენერგია სჭირდება ორგანიზმს, რომ აღიდგინოს ძალა.

აღნაგობა, რომელიც გაქვს არის გენეტიკა და თუ მოუვლი იქნები კარგად.

მე ვვარჯიშობ, არ ვეწევი, არ ვსვამ…ფეხით ნაკლებად დავდიოდი, ამ ბოლო დროს დავიწყე და თურმე ძალიან კარგი ყოფილა,” – აღნიშნა ეკა კახიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები